მონაცემთა მოპოვება და დაჯგუფება
Friday, February 28, 2014
დღე მეცხრე
მოვისმინეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავითვალისწინეთ შენიშვნები.
დღე მერვე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ყველა დასრულებული მასლა შევიტანეთ პორტფოლიოში, ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგზე ასევე ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია. დღეს შრომატევადი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ მთავარი წინ გველოდება პროექტის გეგმა მზადაა და განხორციელების მოლოდინშია, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს.
დღე მეშვიდე
დღე მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციით და შეფასებით დავიწყეთ, მოვისმინეთ როგორც ტრენერის, ასევე თანამშრომლების კომენტარები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს. ამის შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ თითქმის ყველა პუნქტი, თან გადავხედეთ რამდენად სწორად გვქონდა დროში გაწერილი პროექტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და მის მნიშვნელობაზე.
დღე მეექვსე
დღეს ვისწავლეთ იუთუბში ვიდეოს მონახვა და ბლოგზე ატვირთვა. ასევე დრაივში კითხვარის შექმნა. თითქმის დავასრულეთ გაკვეთილის გეგმაც. შეფასების რუბრიკა დამუშავების პროცესშია.
დღე მეოთხე
დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმა და შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.
გავეცანით შეფასების რუბრიკას, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
გავეცანით შეფასების რუბრიკას, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
დღე მეორე
გავარჩიეთ ბროშურის შედგენის წესები;
დავალებად მივიღეთ ბლოგის პაროლის გაგზავნა ტრენერისთვის.
დავალებად მივიღეთ ბლოგის პაროლის გაგზავნა ტრენერისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)