Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

მოვისმინეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, გავითვალისწინეთ შენიშვნები.

დღე მერვე

 ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ყველა დასრულებული მასლა შევიტანეთ პორტფოლიოში,  ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები,  გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგზე ასევე ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია და  სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია. დღეს შრომატევადი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ მთავარი წინ გველოდება პროექტის გეგმა  მზადაა და  განხორციელების მოლოდინშია,  მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს.

დღე მეშვიდე

დღე მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციით და შეფასებით დავიწყეთ, მოვისმინეთ როგორც ტრენერის, ასევე თანამშრომლების კომენტარები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს. ამის შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ თითქმის ყველა პუნქტი, თან გადავხედეთ რამდენად სწორად გვქონდა დროში გაწერილი პროექტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და მის მნიშვნელობაზე.

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლეთ იუთუბში ვიდეოს მონახვა და ბლოგზე ატვირთვა.  ასევე დრაივში კითხვარის შექმნა. თითქმის დავასრულეთ გაკვეთილის გეგმაც. შეფასების რუბრიკა დამუშავების პროცესშია.

დღე მეხუთე

დღეს პრეზენტაცია დავასრულეთ და ბლოგზე გადავითანეთ. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა.

დღე მეოთხე

დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმა და შევავსეთ რამდენიმე პუნქტი.
გავეცანით შეფასების რუბრიკას, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

დღე მეორე

გავარჩიეთ ბროშურის შედგენის წესები;

დავალებად მივიღეთ ბლოგის პაროლის გაგზავნა ტრენერისთვის.




პროექტის პრეზენტაცია

Sunday, February 9, 2014

დღე მესამე

ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
რა არის ჯანსაღი ცხოვების წესი?
რამ გამოიწვია სწრაფი კვების ობიექტების მომრავლრბა?
რომელი ასაკის მომხმარებელი ჭარბობს სწრაფიკვების ობიექტებში?
რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ხშირი მოხმარების შემთხვევაში?
სწრაფი კვება მომგებიანი ბიზნესია თუ წამგებიანი ჯანმრთელობა?
რამდენად მოსაწონია სწრაფი კვების ობიექტების საკვები?
რა არის კარცენოგენილი ნივთიერებები?

Sunday, February 2, 2014

დღე პირველი

შევადგინეთ სამუშაო გრაფიკი;
შევქმენი ელექტრონული ფოსტა;
ვისწავლე წერილის გაგზავნა.
ვიმუშავეთ სახელმძღვანელოზე;